რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამარჯვების მოლოდინში უამრავი მსახიობი შეიკრიბა. მათ შორის გახლდათ ანჯელინა ჯოლი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმისთვის „მარია“, ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია
ანჯელინა „საუკეთესო ქალი მსახიობის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა მან სამწუხაროდ ეს ჯილდო ვერ მიიღო. სამაგიეროდ, 49 წლის ვარსკვლავი, როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას თან 19 წლის ქალიშვილი, ზაჰარა ახლდა. ამ დღეს ჯოლის ვერცხლისფერი, წვრილი ბისერებით მორთული გრძელი კაბა ამშვენებდა.