LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „არ მაქვს პრობლემა, როცა ჩემი შვილი პიკანტურ სცენებში მიღებს“ – 58 წლის ელიზაბეტ ჰარლიმ 21 წლის ვაჟი გამოაჩინა, რომელიც დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

247
page

ელიზაბეტ ჰარლიმ ეროტიკულ თრილერში მიიღო მონაწილეობა. „მკაცრად კონფიდენციალური“, – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის რეჟისორიც ჰარლის 21 წლის ვაჟი დემიენ ჰარლია.

58 წლის მსახიობს საკმაოდ პიკანტურ სცენებში მოუწია მონაწილეობის მიღება. ამის გამო მსახიობი და მისი ვაჟი კრიტიკის ობიექტებიც კი გახდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, მსახიობს არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით, ის ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

„ისეთ სცენებში მომიწია მონაწილეობის მიღება, როგორშიც ჯერ არასდროს მიმიღია. რომ ვიცოდი, გადასაღებ მოედანზე ჩემი შვილი იყო, უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს“, – ახადებს მსახიობი.

„ეს შოუბიზნესი და მარკეტინგია“, – ასე ეხმაურება კრიტიკას 21 წლის დემიენი, რომელიც დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

ფოტო: გაიცანით დამიანე – ელიზაბეტ ჰარლიმ ერთადერთი ვაჟი გამოაჩინა

„შენ ასაკი დაამარცხე“ – ელიზაბეტ ჰარლის 55 წელი შეუსრულდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები