ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში აქტიურია და უსაყვარლესი შვილების კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ნანუკა ოჯახთან ერთად აბასთუმანში იმყოფებოდა.
„სამოთხე აბასთუმანში“, – წერს ნანუკა და შვილების თოვლში გართობის კადრებს აზიარებს.
ნანუკას და კახა კაშიას მესამე შვილი, კირა უკვე დიდი გოგოა და და-ძმასთან მხიარულად ატარებს დროს.
„ჩემი ლოყებდაჩხვლეტილი მზე“, – წერს ნანუკა და უსაყვარლესი კირას კადრს აზიარებს.
შეგახსენებთ, ნანუკა გულუას და კახა კაშიას სამი შვილი ჰყავთ.
