ნანუკა გულუა დაკარგულ ძმას ისევ ეძებს.
აღნიშნულის შესახებ ნანუკა სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორაცია აქვს, 1977-78 წელს გაშვილებულ ადამიანზე, დაუკავშრდეს.
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ანონიმურობა დაცული იქნება.
„მეგობრებო, უკვე 6 წელია ჩემს ძმას ვეძებ…
ამ წლების განმავლობაში საოცარი ადამიანები გავიცანი — ზოგი შევიყვარე, ზოგი ოჯახის წევრად ვაქციე… მაგრამ ჩემი ძმა მაინც ვერ ვიპოვე.
ბოლო ძებნამ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი შემოიყვანა — ადამიანი, რომელიც ჩემი ძმის სიყვარულით შევიყვარე და რომელმაც ჩემი ოჯახი გააფერადა.იმდენად მივეჩვიე და გულით მივიღე, რომ როცა გავიგე, ჩემი ბიოლოგიური ძმა არ იყო, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა…თითქოს ჩემი ძმის ადგილი შეავსო და მართლა ძმად მექცა… თითქოს მოვდუნდი კიდეც და ძებნა შევწყვიტე…მაგრამ ერთხელ სიზმარში ვნახე — თითქოს ჩემი ბიოლოგიური ძმა მეჩხუბებოდა: რატომ შეწყვიტე ჩემი ძებნა, რატომ არ მიპოვნეო…
გავიღვიძე და ისევ იმავე ძალით და იმედით ვაგრძელებ ძიებას…
გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — დამეხმარეთ გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი ძმა…
დაიბადა: 1977 წლის 30 აპრილს
ადგილი: ზუგდიდი, ჭითაწყარის საავადმყოფო
გაშვილდა: დაბადებიდან დაახლოებით 1 კვირაში; პროცესში მონაწილეობდნენ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლები, სავარაუდოდ გაშვილებულია სამეგრელოში (მაგრამ ეს დაზუსტებული არ არის)
თუ გყავდათ ან იცით ვინმე — 1977-78 წელს დაბადებული, ნაშვილები ადამიანი (კლასელი, მეზობელი, მეგობარი) — გთხოვთ, შემეხმიანეთ
გპირდებით — არასოდეს გავთქვამ თქვენს ვინაობას ან შეგიძლიათ ანონიმურადაც მომწეროთ.
ამ პოსტს ვურთავ მამას ფოტოებს — ამბობენ, რომ ახალშობილი მამას ძალიან ჰგავდა…არ არის გამორიცხული, რომ შემდგომში გარეგნობა უფრო სლავური მიმართულებით განვითარებულიყო.
გთხოვთ, გააზიარეთ იქნებ ერთად შევძლოთ ჩემი ძმის პოვნა…“ – წერს ნანუკა გულუა და მამის ფოტოებს აზიარებს.



