ბრედ პიტსა და ჯორჯ კლუნს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. გარდა იმისა, რომ მათ ექვს საერთო ფილმში აქვთ მონაწილეობა მიღებული, ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ცხოვრობენ ერთ კვარტალში, ხშირად ნახულობენ ერთმანეთს და სულ მალე მათი მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი, სახელწოდებით „მგლები“ გამოვა.
ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის გადაღებებზე, რომლის დეტალებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია
ზემოთქმულს ადასტურებს მსახიობების უახლესი ფოტოსესია გამოცემა GQ-თვის.
„ჯორჯს ესმის ის, რაც არ ესმის სხვა არავის, ზოგჯერ ის მე უსიტყვოდაც მიგებს. სწორედ ესაა დიდი ნუგეში“, – აცხადებს ბრედ პიტი.
რაც შეეხება ფოტოებს, 60 წლის ბრედმა და 63 წლის კლუნმა ღია ცის ქვეშ გადაღებებისთვის უამრავი ელეგანტური და გახვეწილი „ლუქი“ მოირგეს. ჰოლივუდის ლეგენდარული ბიჭები ბევრს ხუმრობდნენ და ერთობოდნენ გადაღებების დროს და ცხადია, ყოველივე ეს აისახა უახლეს ფოტოებზე, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და უკვე მოახერხა ინტერნეტსივრცის დაპყრობა.