ნანუკა გულუა 41 წლის გახდა.
მსახიობმა იუბილე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, მხიარულ გარემოში აღნიშნა.
ნანუკა კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს, სადაც ენერგია და დადებითი მუხტი აშკარად იგრძნობა.
დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდნენ ალექსანდრა პაიჭაძე, სალომე გოგიაშვილი, ნუცა თოფურია და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ნანუკა გულუა მესამე შვილის მოლოდინშია.