ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა ქორწინების 5 წლის იუბილე იზეიმეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს დღე ჰოლივუდში დატრიალებულმა საყოველთაო სკანდალმა სრულად დაჩრდილა.
წყვილი Diddy-ის სკანდალის შემდეგ პირველად გამოჩნდა. მათ ლოს-ანჯელესში, რესტორანში ივახშმეს, თუმცა რეპორტიორებმა მათ მშვიდად ყოფნის საშუალება არ მისცეს, ამიტომ რესტორანი დროზე ადრე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ორივეს დრამატული გამომეტყველება ჰქონდა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-02_12-58-02_104668.png)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-02_12-58-23_742534.png)
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედია აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ჯასტინ ბიბერი Diddy-ის მხრიდან ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ეჭვები იმის შესახებ, რომ ბიბერიც P Diddy-სგან ძალადობის მსხვერპლია, მას შემდეგ გაჩნდა, რაც საარქივო ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში რეპერი 15 წლის ჯასტინის გვერდით დგას და ამბობს:
„ის დიდისთან 48 საათს გაატარებს, რას გავაკეთებთ? ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად 15 წლის ბიჭის ოცნებაა. მომდევნო 48 საათის განმავლობაში ის ჩემთანაა და ჩვენ ვიგიჟებთ“
აღსანიშნავია, რომ Diddy-მ და ჯასტინმა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ითანამშრომლეს. ბიბერს „ინსტაგრამზე“ დღემდე უდევს რეპერთან გადაღებული ფოტოები.
„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს