2000-იანი წლების კაშკაშა ვარსკვლავი, კრისტინა აგილერა ბოლო პერიოდში აღარ აქტიურობდა, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ შეუდარებელ ფორმაშია და კვლავ აქვს უნარი საზოგადოება აღაფრთოვანოს.
პირველი ალბომის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეზე 41 წლის კრისტინა ოზუნასთან ერთობლივ სინგლს, Santo-ს უშვებს. ახლახან არტისტმა „ინსტგარმაზე“ უამრავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა, სადაც კლიპის გადაღებების მომენტებია ასახული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრისტინა კვლავ აგილერობს, მარმელადივით გოგოს წითელი, სხეულზე მომდგარი კომბინეზონი აცვია, სავსე მკერდზე კი წითლად შეღებილი თმის ნაწნავი აქვს ჩამოშლილი. სინგლის პრემიერა 20 იანვარს შედგება.