უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და საკმაოდ, წარმატებით.
სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე 27 წლის მორაგბეა.
ჯორდან კონროისა და სალომე ჭაჭუას მიერ შესრულებულმა ცეკვებმა საკმაოდ მაღალი საკონკურსო შეფასებები დაიმსახურა. აშკარაა, რომ სალომე, როგორც მოსალოდნელი იყო, ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორდან კონროის.
ვიდეო: „საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“- სალომე ჭაჭუამ ზებრის, მისმა მეწყვილემ კი ლომის როლი მოირგო
ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”
სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე
როგორც ირკვევა, ჯორდან კონროი 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად დედასთან ერთად ირლანდიაში დაბრუნდა. მიზეზად მამის მხრიდან ძალადობა სახელდება.
მეექვსე საკონკურსო ტურში შესრულებული “ფოქსტროტის” შემდეგ, მორაგბემ ემოციური პოსტი განათავსა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ მისთვის ეს ცეკვა განსაკუთრებული იყო.
“მინდა აღვნიშნო, რამდენად ძლიერი ადამიანია დედაჩემი. ის პირველივე წუთიდან ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარია. მადლობელი ვარ, რომ ამ ემოციების გადმოცემის საშუალება მომეცა. მადლობა სალომე ჭაჭუას ასეთი ლამაზი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის”, – წერს ჯორდან კონროი.
სპეციალურად მათზე მომზადებულ ვიდეოში მორაგბის დედა ამბობს, რომ შვილის მადლიერია – “მე დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ, რომ არა შენ და შენი და”
სამადლობელი პოსტი გაავრცელა სალომე ჭაჭუამაც და აღნიშნა, რომ მისი მეწყვილით ძალიან ამაყობს.
ცნობისთვის, სალომე ჭაჭუა უცხოურ პროექტში მეორედ მონაწილეობს, ამჟამად, მოცეკვავის სტატუსით. მანამდე მოცეკვავე ბეირუთის “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ქორეოგრაფად იყო მიწვეული.