ნუცა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში იმყოფება. მის მეგობრებს შორისაა ინფლუენსერი და მოცეკვავე, ანი ლოლაძე.
ნუცა გვიზიარებს მოგზაურობის ამსახველ ფოტო თუ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორი ცუდი ამინდი დაემთხვათ გოგონებს ტაილანდში.
თუმცა ამინდს არ შეუშინდნენ და დროს შესანიშნავად ატარებენ.
ნუცამ ვარდისფერი საწვიმარი მოირგო და ტაილანდის დათვალიერებას შეუდგა.
მან ადგილობრივი გემრიელობებიც დააგემოვნა.
ნუცამ და მისმა მეგობრებმა იმგზავრეს მუსიკალური ტაქსით, სადაც მათ ლელა წურწუმიას ცნობილი სიმღერა „ღამის სიჩუმე გაფანტე“ ჩაართვევინეს.
ნუცა მამულიჩას მიმართავს: „სანამ წამოვალთ აქედან, მთელი ტაილანდი ლელას თუ არ მღეროდეს, ნახავ…“
