LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ნეტავ რით მოხიბლა მონიკა…ეს კაცი თავადაც შოკშია“ – მონიკა ბელუჩისა და ტიმ ბარტინის მორიგი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

325
page

„ვენეციის კინოფესტივალზე“ ტიმ ბარტონის ფილმის, „ბითლჯუსის“ პრემიერა შედგა. კინოსურათში ცნობილ მსახიობებთან ერთად, რეჟისორის საყვარელი ქალი, მონიკა ბელუჩიც იღებს მონაწილეობას.

ბოლო ორი დღის განმავლობაში წყვილი წითელ ხალიჩაზე უკვე არაერთხელ ვიხილეთ. ამჯერად შეყვარებულები განსხვავებული „ლუქით“ წარდგნენ საზოგადოების წინაშე.

59 წლის ლამაზმანს გრძელი, შინდისფერი, მხრებზე გადასული კაბა ამშვენებდა. 66 წლის რეჟისორი კი შავ კოსტიუმსა და ნაცრისფერ პერანგში იყო გამოწყობილი.

„ეს კაცი თავადაც შოკშია“, „თავადაც ვერ იჯერებს, მონიკას გვერდით რომ დგას“, „ყველაზე მაგარი წყვილი“, „ნეტავ რით მოხიბლა მონიკა?“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: ტიმ ბარტონი, მონიკა ბელუჩის გვერდით ვერ ისვენებს – წყვილის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

შეყვარებული გვრიტები „ვენეციის კინოფესტივალზე“ – მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები