LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პრემიერ-მინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა

140
fot

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის მეთაურმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მომდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g