2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მოქალაქეებს საკუთარი ხმის დასაფიქსრებლად უზარმაზარ რიგებში მოუწიათ დგომა.
ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, Migos-ის რეპერმა ოფსეტმა ჯორჯიის შტატში, სამ სხვადასხვა საამომრჩევლო უბანზე, რიგში მდგარ ადამიანებს საკვები დაურიგა. აღსანიშნავია, რომ რეპერი, ისევე როგორც სხვა ცნობადი სახეები დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგია.
არტისტი მოქალაქეებს საკვები ქსელების, Big Dave’s Cheesesteaks-ისა და The Slutty Vegan-ის პროდუქციით გაუმასპინძლდა.
That's what's up Offset! Y'all go out and #VOTE pic.twitter.com/romeogqHxX
— DE ♡ (@btchyDE) November 3, 2020