ზუკა ხუციშვილმა დაბადების დღე წელს განსაკუთრებულად აღნიშნა.
სამეგობროს გარემოცვაში მასთან ერთად ოჯახის ახალი წევრიც იყო – უსაყვარლესი ბიჭუნა, რომელიც მამის კალთაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და სიმღერებს განაბული უსმენდა. ეს პატარა გიო ხუციშვილია, რომელიც ცნობილ ბაბუას გარეგნულად ძალიან ჰგავს და მამამ პირველად გამოაჩინა კამერების წინ.
ზუკამ ყველას დაბადების დღის თბილი მილოცვებისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადა:
„ყველას უღრმესი მადლობა! ძალიან გამახარა ყოველმა თქვენმა მოლოცვამ და თბილმა სიტყვებმა. ყოველთვის მაგრად იყავით…“
ამასობაში ზუკა ხუციშვილის ბენდმა ახალი წევრიც გაიჩინა, პატარა დრამერი, გიო ხუციშვილი…
„ბენდის ახალი დრამერი – გიო ხუციშვილი”