ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკოლოზ ნაყოფიას ქალიშვილი ერთი წლის გახდა. აივის დაბადების დღის წვეულებიდან ფოტოებს მოდელი ინსტაგრამზე აქვეყნებს.
მშობლებმა პატარა გოგონას დაბადების დღისთვის ოთახი ლამაზად მოურთეს, საბავშვო ტორტიც მიართვეს და სტუმრებიც დაუპატიჟეს. გოგონას დაბადების დღემ მხიარულად, ახლობლების გარემოცვაში ჩაიარა.
ჩვენი პირველი ტორტი და ყველაზე ძვირფასი ნათითურები – წერს ნანუკა ტორტის ფოტოზე.