LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „შეხედეთ მის მუცელს“ – ორსული ადრიანა ლიმას პოდიუმზე გამოსვლა დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა

1328
page

ლოს-ანჯელესში Alexander Wang-ის ჩვენება გაიმართა, სადაც დიზაინერმა ბრენდის უახლესი კოლექცია წარადგინა. ჩვენებაზე 40 წლის ბრაზილიელი მოდელი, ორსული ადრიანა ლიმა გამოჩნდა. მას შავი ორეული და „ბოტფორდები“ ეცვა. მოდელის უახლესმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველა ორსული მოდელის მუცელზე საუბრობს. საქმე ისაა, რომ ადრიანა ორსულობამდე ბევრს ვარჯიშობდა, შესაბამისად მას წამოზრდილ მუცელზე პრესი კვლავინდებურად ეტყობა.

„შეხედეთ მის მუცელს“, „ასეთი ორსული არასდროს მინახავს“, „რადიკალურადა შეცვლილი“, „მუდმივი პრესი“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა და მისმა რჩეულმა,  ანდრე ლემარმა „ინსტაგრამზე“ გავრცელებული ვიდეოთი ბავშვის სქესი გაასაჯაროვა, წყვილს ბიჭი შეეძინება. შეგახსენებთ, მოდელს ყოფილ მეუღლესთან Marko Jarić-თან ორი ქალიშვილი, 12 წლის ვალენტინა და 9 წლის სიენა ჰყავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Adriana Lima (@adrianalima)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები