LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „შეყვარებული ქალის ცეკვა“ – ენ ჰეთეუეის ეფექტური გამოჩენა „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადაღებებზე

297
page

საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები ნიუ-იორკში, აქტიურად მიმდინარეობს. Met Gala-ს მასშტაბური სცენის გადაღებების შემდეგ, რომელშიც ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი ვიხილეთ, ენ ჰეთეუეის ჯერი დადგა.

„მოდის სამყაროს დაუნდობელი დედოფალი“ – 76 წლის მერილ სტრიპი Met Gala-ს სცენის გადაღებისას ბრწყინავს

ენი, რომელიც ფილმში ენდი საქსის როლს ასრულებს, რომანტიკული სცენის გადაღებისას დააფიქსირეს. ვარსკვლავი ციმციმა ლურჯი კაბით პოზირებდა კამერების წინაშე, რომელიც Rabanne-ს მოდის სახლს, ეკუთვნის.

ის გადასაღებ მოედანზე პარტნიორ მსახიობთან, პატრიკ ბრემალთან ერთად ცეკვავდა, რომელიც ფილმში მისი შეყვარებულის როლს ასრულებს.

„შეყვარებული ქალის ცეკვა“, – სწორედ ასე შეაფასეს ჰეთეუეის ულამაზესი ცეკვა გადასაღებ მოედანზე.

„ეშმაკი ატარებს პრადას“ დაბრუნდა – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

„ჩემი ქმარი ადრე დგება და საჭმელს ამზადებს, მადლობა მას ამისთვის“ – ენ ჰეთეუეი Vogue-ის გარეკანზე ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები