LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ვერაგმა ომმა და ცხოვრების ქარტეხილებმა დააშორა…32 წლის შემდეგ ისევ იპოვეს ერთმანეთი და გუშინ პარიზში დაქორწინდნენ“ – ნინო კვარაცხელია თავისი სიყვარულის მსგავს, საოცარ ისტორიას გვიყვება

439
2024-09-04_00-35-10_592883

ამერიკაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ნამდვილი სიყვარული, ემზარ ჯღარკავა, 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და თავისი ამბის ანალოგიურ ისტორიაზე გვიყვება.

როგორც ნინო წერს, თეა და ლადო ერთმანეთზე სკოლიდან იყვნენ შეყვარებულები, თუმცა ომმა ისინი დააშორა.

მათ ერთმანეთი 32 წლის შემდეგ იპოვეს და პარიზში დაქორწინდნენ.

„არც ისე დიდი ხანია სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, მაგრამ არ შემიძლია, რომ განსაკუთრებულად არ მივულოცო. თეა და ლადოს ანალოგიური ისტორია აქვთ. სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ვერაგმა ომმა და ცხოვრების ქარტეხილებმა დააშორა ერთმანეთს. თუმცა არ ეწერა ამ სიყვარულის ისტორიას გაუჩინარება. 32 წლის შემდეგ ისევ იპოვეს ერთმანეთი და გუშინ პარიზში დაქორწინდნენ. მართალია აფხაზეთიდან შორს, მაგრამ ქართული ტრადიციებით გადაიხადეს ქორწილი. ვიცი, რომ ეხლაც არაერთი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გაუმკლავდებით. ბედნიერები იყავით და მალე თქვენი ქორწინების იუბილე აფხაზეთში აგვეღნიშნოს…ხომ ვამბობდი, სასწაულების გჯეროდე თქო, სიყვარულს ასაკი არა აქვს თქო და აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი“, – წერს ნინო.

ვიდეო: ,,დრო და მანძილი ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს…ყოველთვის მიეცით სიყვარულს შანსი” – ნინო კვარაცხელია

„მომენტი, როცა ნინოს დაურეკეს და უთხრეს, შენი ქმარი ამ წუთას ბრუკლინში ვნახეთო“ – ემზარ ჯღარკავას სახალისო პოსტი – როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება

„მთავარია დროზე მივირბინოთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს სახლში, სადაც ყველაფერს სხვა გემო, სურნელი და ლაზათი აქვს“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი აშშ-დან: როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g