ოლიმპიური თამაშების პარალელურად, საზოგადოების ყურადღება იმ სელებრითებისკენაა მიპყრობილი, რომლებიც პარიზში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებიან. მათ შორისაა Სნუპ დოგი, რომელიც საზოგადოების გამხიარულებას არ წყვეტს.
52 წლის ჰიპ ჰოპ არტიტსმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, მონაწილეობა ოლიმპიური ცეცხლის ეიფელის კოშკამდე მიტანაში მიიღო. 26 ივლისს, ქსელში ვირუსულად გავრცელდა საკულტო რეპერის სახალისო ფოტოები, რომლებშიც ის ხელში ოლიმპიური ცეცხლითაა აღბეჭდილი. Სურათებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან კადრებში ჩანს, თუ როგორ აკვირდება და უფრთხილდება ,,მეჩირაღდნე” ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ სიმბოლოს იმის შიშით, რომ ის მის ხელში არ ჩაქრეს.
ამჯერად კი, დოგი სხვადასხვა სპორტის სახეობაში, ამერიკის ნაკრების ქალი სპორტსმენების საგულშემატკივროდ, მათივე გამოსახულებიანი მაისურებით გამოჩნდა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა სნუპი სხვა სპორტსმენებთან ერთად, მხარდაჭერას სიმონ ბაილზსა და კოკო გაუფს უცხადებს. აღსანიშნავია, რომ ის თანადგომით, მამაკაცი სპორტსმენების მიმართაც გამოირჩა.
Ამერიკის გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე, ბიონსემ წარადგინა.
Აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში – 314 ქალი და 278 კაცია. Ისინი მონაწილეობას, სპორტის 34 სახეობაში იღებენ.