ნარა ბაპტისტა და ვენსან კასელი „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ KidSuper-ის მამაკაცის კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ.
წყვილი წითელ ხალიჩაზე ულტრამოდური, ყავისფერ და ხაკისფერ ფერებში გადაწყვეტილ სამოსში გამოჩნდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
მანამდე კასელის საყვარელმა ქალმა „ინსტაგრამზე“ ბრაზილიის სანაპიროზე დასვენების კადრები გაგვიზიარა. ფოტოებში ის კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილთან, მოდელ დევა კასელთან ჩახუტებული პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოზე კი ის ვაჟთან კაეტანოსთან სანაპიროზეა აღბეჭდილი.
59 წლის ვენსან კასელის ვნებები იახტაზე – წყვილთან ერთად დევა კასელი ისვენებს
ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა შვილის სახეს აღარ მალავენ – უსაყვარლესი კაეტანოს პირველი ფოტოები