U2-ს სოლისტი, ბონო უკრაინაში ჩავიდა და კიევის მეტროსადგურში, რომელიც ამჟამად ბომბსაფარად გამოიყენება უკრაინულ ჯგუფ, Antitelas-ის ლიდერთან სიმღერა Stand by Ukraine შეასრულა. ლეგენდარული ირლანდიური როკ-ჯგუფის ფრონტმენის გამოჩენა ყველასათვის მოულოდნელი იყო. აღსანიშნავია, რომ ბონო პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად მოიწვია. მომღერალმა ისეთი ჰიტები შეასრულა როგორებიცაა: Bloody Sunday, Desire და With or Without You.
„უკრაინელი ხალხი იბრძვის არამარტო საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს“, – განაცხადა არტისტმა და მსოფლიოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ლეგენდარული Pink Floyd უკრაინისთვის გაერთიანდა და 28 წლის შემდეგ პირველი სიმღერა გაავრცელა