LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fox news-ის სკანდალური მტკიცებულებები: ე.წ. პაციენტი 0 უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა

710
china-2

ტელეკომპანია Fox news კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

სანდრო წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია იუწყება, რომ კორონავირუსი ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ როგორც ჩინეთის მცდელობა, რომ მოეხდინა ვირუსების იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლა იმაზე უკეთ, ვიდრე ამის გაკეთება აშშ-ს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ტელეკომპანიას რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომელთაც გარკვეულ მასალებზე ჰქონდათ წვდომა.

ტელეკომპანიის წყაროები დარწმუნებული არიან, რომ თავდაპირველი ვირუსის გადაცემა იყო ღამურადან ადამიანზე, ხოლო „ნულოვანი პაციენტი“ სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში მუშაობდა და მერე უხანში მოსახლეობაში გავიდა.

აღნიშნული შეკითხვით Fox news-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მიმართა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა: „ჩვენ მეტად და მეტად გვესმის ამის შესახებ… ჩვენ ვიკვლევთ ამ საშინელ ვითარებას“.

მედიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ჩინეთში ხშირად საუბრობდნენ უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში არსებულ არასათანადო უსაფრთხოების ზომებზე. ამის შესახებ გასულ დღეებში „ვაშინგტონ პოსტმაც“ ისაუბრა.

წყაროებმა Fox news-ს უამბეს, რომ ჩინეთის მთავრობამ სპეციალურად გადაიტანა ყურადღება ბაზრობაზე, როგორც ვირუსის წარმოშობის ადგილზე.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ნიმუშები გაანადგურა, დაბინძურებული ტერიტორიები გაწმინდა, ხოლო ადრეული ანგარიშები წაშალა.

წყაროებმა Fox news-ს ასევე აცნობეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდანვე თანამონაწილე იყო და ჩინეთს კვალის დაფარვაში ეხმარებოდა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი გასული წლის მიწურულს, ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა. ის თავდაპირველად ზღვის პროდუქტების ბაზრის მომუშავე რამდენიმე პირს ერთობლივად დაუდასტურდა. მსოფლიო მედია და პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს პეკინი რეალური ინფორმაციის დამალვაში. მათი თქმით, ვირუსი არა დეკემბერ-იანვარში, არამედ ნოემბერში აღმოაჩინეს და ჩინეთის მთავრობა მის რეალურ მასშტაბსა და სიმძიმეს მალავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g