LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებს სიგარეტის ნამწვის ნაცვლად თაფლს მისცემენ

117
honey-1024x683

ფრანგული ქალაქის დარნეტალის მაცხოვრებლებს ქუჩაში მოგროვებული სიგარეტის ნამწვების სანაცვლოდ თაფლი დაურიგეს. ამის შესახებ tobacco reporter წერს.

ნამწვით სავსე ნახევარ ლიტრიანი ბოთლისთვის მოხალისეებს ადგილობრივ მეურნეობაში დამზადებულ ერთ ქილა თაფლს აძლევენ.

მერიის შეფასებით, ყოველ წელს დარნეტალის ქუჩებში 200 კილოგრამი ნამწვი გროვდება, ეს მაშინ როცა საფრანგეთში ნამწვის დაყრა მინიმუმ 135 ევროთი ჯარიმდება.

ბევრი მწეველი სიგარეტის ნამწვს ქუჩაში რეფლექსურად აგდებს და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ წყალს, ნიადაგს აბინძურებს, წამლავს ადამიანებს და ცხოველებს. ინიციატივის მიზანია, დააფიქროს ხალხი იმაზე, თუ რამხელა გავლენა აქვთ მათ გარემოში მიმდინარე პროცესებზე.

ევროპული ქვეყნები სხვადასხვა გზებს ეძებენ, რათა საშიში ნაგავი სასარგებლო ნივთიერებად გადააქციონ. მაგალითად, სლოვაკეთში გაჩნდა პირველი გზა, რომელიც სწორედ ნამწვისგანაა დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები