LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ეკლესიას კანონებზე ვეტოს დადების უფლება მიეცეს

153
ფრიდონ ინჯია

„ნება, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მედგრად იდგას, სჭირდება საქართველოს, მთლიანად ჩვენს ხალხს“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და გამოვიდა ინიციატივით, ეკლესიას ვეტოს უფლება მიეცეს.

„საკუთარი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეკლესიას ვეტოს უფლება მიეცემა, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს, მათ შორის იმასაც, რომ ის კანონები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში შესაცვლელი გვქონდეს, არ იქნებოდა მიღებული.

ბიძინა ივანიშვილი: მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება

ეკლესიამ შეიძლება ეს უფლება გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია ისარგებლოს და ისარგებლოს, შესაბამისად, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ.

იაგო ხვიჩია: „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი დაეჭირა, ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ“

„მათ მიერ შეთავაზებული ჩანაწერი ეკლესიას ადმინისტრაციულ ორგანოდ აქცევს – მთავრობას პირდაპირ თუ ირიბად ეკლესიის ხელმძღვანელის დანიშვნაც შეუძლია.“

ამიტომ ეს საკითხი, დღის წესრიგში დგას, მიმაჩნია, ეს თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება და თავის ადგილს დაიკავებს, ამ უფლებით ეკლესიას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია ისარგებლოს”. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g