LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფული არჩევნებს ვერ იგებს, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია: კობახიძე

73
BeFunky-collage (3)

არჩევნების არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია – სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა – ეს განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების შესახებ არჩევნების მეორე ტურამდე კაპიტულაციას ნიშნავს.

“მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე”, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო შტაბი არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას ხვალიდან, 3 ნოემბრიდან იწყებენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამასთან, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ფული არჩევნებს ვერ იგებს. კობახიძის განცხადებით, ფული რომ არჩევნებს იგებდეს, ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატები იქნებოდნენ.

„რაც შეეხება მოსყიდვას, როდესაც ფულის ჭარბად ხარჯვაზეა საუბარი, შეგიძლიათ მოიკითხოთ მაგალითად რა ხდებოდა ოლქში, რომელსაც ჩვენი მხრიდან გოგი მეშველიანი წარმოადგენდა, ან რა ხდებოდა მცხეთა- მთიანეთში. ფული არჩევნებს ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, რომ ოქრიაშვილიც და ჩოჩელიც დღეს მაჟორიტარი დეპუტატები იქნებოდნენ, პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ. ჩვენ დიდ ფულთან მოგვიწია შეჯახება ამ ოლქებში, მაგრამ არჩევნები ვერ მოგვიგეს“,-აღნიშნა კობახიძემ.

 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობა. ამის შესახებ განცხადებები დღეს უკვე გააკეთეს “ევროპულმა საქართველომ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა” და “ლეიბორისტულმა” პარტიამ.

თუ ამას გადავყლაპავთ, 2024 შეიძლება ივანიშვილმა თავისი შვილი მეფედ გამოგვიცხადოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g