LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბრაზებული ვარ, რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე, რაღა უნდა გავაკეთო, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში“ – გურამ მაჭარაშვილი

183
გურამ მაჭარაშვილი

„მე არამარტო გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ, რომ რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე – რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები“.

„ძალიან სიმბოლურია, რომ პატიმარ სააკაშვილს, რომელიც არამხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ცნობილი დამნაშავედ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის მისცეს პრემია და ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ევროპულ დონეზე უფრო მაღლა დაიცვა აქციაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, სანქციები გამოიყენეს. ანუ, სააკაშვილს, რომელმაც მშვიდობიანი აქციის დროს პირდაპირ დახოცა ადამიანები, ევროპიდან გადასცეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯილდო და მაშინ, როდესაც პოლიციელებს პირდაპირ კლავდნენ პიროტექნიკით რადიკალი აქციის მონაწილეები, პოლიციელები ითმენდნენ და აბსოლუტურად პროპორციული ძალით ცდილობდნენ აქციის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას, მასზე სანქცია დაუშვეს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები.

მაგალითად, მე არამარტო გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ, რომ რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე. რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში. რატომ? – იმიტომ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის და შენი ხალხისთვის რომ იბრძვი, ასეთი ტიპის უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები ჩემთვის ნამდვილად პატივი იქნებოდა იმიტომ, რომ ახლა ისტორია იწერება. ეს ისტორია გაგრძელდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცველებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი „გლობალური მაგნიტსკის“ სიაში შეიყვანა.

ირაკლი კობახიძემ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

magti 5g