LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: ეპიდსიტუაცია საყურადღებო ხდება, 8 800 საწოლია მობილიზებული

83
000

ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებო ხდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 8 800 საწოლია მობილიზებული.

„ეპიდემიოლოგიური პარამეტრები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეულწილად ისევ ხდება საყურადღებო. შემთხვევების მატებასთან გვაქვს საქმე, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკები იმატებს.

რაც შეეხება საწოლფონდს, კლინიკები მობილიზებული რჩება, 8 800 საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული, კლინიკებში იმყოფება 4 500 პირი, მათშორის 280 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, 1000-მდე იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

ოქტომბრის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით, დაახლოებით 300 ერთეულით არის გაზრდილი კლინიკებში პაციენტთა რაოდენობა, რაც ბუნებრივია ძალიან საყურადღებოა,“- აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1530 შემთხვევა დაფიქსირდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g