მწერალი, ჟურნალისტი ლუკა ბაქანიძე სოციალურ ქსელში ყვება ისტორიას, თუ როგორ არ მოემსახურა ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჩინელ გოგონას.
როგორც ლუკა ბაქანიძე წერს, ჩინელი გოგონას დანახვაზე გამყიდველი დახლს ამოეფარა.
“თუთუნს ვყიდულობ მიწისქვეშა მაღაზიაში და გაეძრო ჩინელი თუ მონღოლი გოგო (მაგარ ტანზე), მიაჭრა გამყიდველთან და რაღაცას ეკითხება რუსულად. გამყიდველი დახლს მოშორდა, სადღაც შევიდა და იქიდან ყვირის ქართულად – გადი დაია თუ ძმა ხარ, ეგე ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები. რა უნდა, რას ბაზრობსო ესა – გოგო კითხულობს და რუსულად ვუხსნი – მეთქი ტუალეტში შევიდა და მოვა. ცოტა ხანში გამყიდველი ყვირის ისევ – წავიდა თუ მანდ არის კიდე? მეთქი წავიდა.
კორონა-შმორონა მინდა ახლა, სამი შვილი მყავს – თქვა მოფარებულიდან გამყიდველმა და გამოვიდა დახლში, დახვდა ჩინელი, ეგრევე ისევ სადღაც შევარდა და იქიდან მეჩხუბება – რას მიშვები ბაქანიძნე, გურული მაინც არ იყო ბიჭო (ეგეც გურულია). ეხლა სად წავიდა – ჩინელი მეკითხება და ერთი სული მქონდა მეპასუხა – ფაღარათი აქვს და ეგრე დარბის მთელი დღე-მეთქი, მაგრამ გამახსენდა რო ოცი ლარის თუთუნი მმართებს იქა და ვეუნები – მითხარი რისი ყიდვა გინდა და მე მოგაწვდი.
ვიტრინაში რო დევს, აგერ ის მარიხუანის საწევი ჩიბუხი მინდაო – ჩინელმა და -ჰეჰე, ჰეჰეჰე, ჰეჰეჰეჰეჰე,- ეშმაკურად ჩავიხითხითე გოიმი ბერიკაცივით, სათუთად გადმოვუღე ჩიბუხი და მივეცი. ამანაც გადაიხადა და წავიდა თავის გზაზე. რა მინდაო? გამყიდველი იხედება მოფარებულიდან და მეთქი – ჩინური პლანი ქონდა ბიჯო მაგას. რო დარბიხარ აქეთ-იქით რწმენაში ეჭვშეპარული იაღოველივით.”