„ზურაბ ჯაფარიძეს „გირჩი ტვ“-ს ოფისთან კვლავ დახვდა ჩასაფრებული მანქანა, მერსედესი, გერმანული ნომრებით“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზურაბ ჯაფარიძემ მათი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა:
„სამი ან ოთხი ადამიანი იყო შიგნით, როგორც კი ზურაბ ჯაფარიძემ მანქანას ჩაუარა, რომ საკუთართან მისულიყო, მანქანიდან გადმოვიდა ნიღბიანი ადამიანი, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ცის მიმართულებით, ნიღბიანი პიროვნება გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა.
მანქანამ უმალ დაქოქა და მიწისქვეშა გვირაბის მიმართულებით გაიქცნენ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
❗️ზურაბ ჯაფარიძეს გირჩი ტივის ოფისთან კვლავ დახვდა ჩასაფრებული მანქანა, მერსედესი, გერმანული ნომრებით. სამი ან ოთხი…
Posted by Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება on პარასკევი, 10 მაისი, 2024
აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს თავად ზურაბ ჯაფარიძეც:
„მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით, „გირჩი ტვ“-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული.
ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ, ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე.
პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა, ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში.
ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა…
Posted by Zurab Girchi Japaridze on პარასკევი, 10 მაისი, 2024