საქართველოში საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით, ანუ ოთხშაბათამდე მოქმედებს.
გახანგრძლივდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა ჯერ ცნობილი არ არის.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.
მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.
