LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პარტიის კანდიდატებს საკრებულოებში მხარს დავუჭერთ, თუ სხვა პოზიციებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებენ: მელია

151
1

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრებს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად მხარს დაუჭერენ, თუმცა მელია აქვე პირობაზე საუბრობს და ამბობ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკრებულოში პოზიციები ოპოზიციური დეპუტატების მიერ იქნება დაკავებული.

ამის შესახებ მელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა გაიხსენა გახარიას პარტიის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ მხარეებს, რომ მხარი მათ დაუჭირონ:

“ჩვენ მოვისმინეთ ჩვენს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ბატონი გახარიას პარტიის განცხადება, თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ მხარეებს – იგულისხმება “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მხარი მათ დავუჭიროთ კანდიდატებად”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა გამოსავალი იყოს, მელია აცხადებს:

“ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს, არ მოგვწონს, საერთოდ რამე გვაქვს საერთო თუ არ გვაქვს გახარიას პარტიასთან, მე პირადად ვთვლი, რომ საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არა მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში, მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას მიანიჭა.

მიანიჭა ოპოზიციას იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ”, როგორც მინიმუმ, ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს, ეს არის დაკვეთა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კი ბატონო, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად.

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ძალიან კარგად – საკრებულო, როგორც ასეთი, თავისი შემადგენლობით, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს დაკავებული პოზიციები ოპოზიციური დეპუტატების მიერ. საკვანძო პოზიციები დაიკავონ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა”, – განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, ასე ჩათვალა ქვეყნის მოსახლეობამ, რათა “ქართულმა ოცნებამ” ფული აღარ მოიპაროს:

“მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ის პოზიტიური პროგრამა თუ პროგრამის ნაწილები, რაც გვქონდა ოპოზიციას, შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია, როცა საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების მიერ. ჩემთვის პირადად მიუღებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყოს დიახაც ოპოზიციონერი, მაგრამ ამავე დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ასევე დავასახელოთ სხვადასხვა პოზიციებზე.” – აღნიშნა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g