LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცემა Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო კლიპები დაასახელა

70
page

გამოცემამ Rolling Stone ტელეკომპანია MTV-ს 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკალური კლიპი დაასახელა. პირველი ადგილი ბიონსეს რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში, Lemonade შესულმა კომპოზიციამ, Formation და კლიპმა დაიკავა. მან ისეთი საკულტო კლიპები ჩამოიტოვა უკან, როგორებიცაა: მაიკლ ჯექსონის Billie Jean, მადონას Vogue და სხვები.

მეორე პოზიციაზე ლეგენდარული ქანთრი მომღერლის, ჯონი ქეშის Hurt გავიდა, მესამეზე მადონას Vogue, მეოთხე და მეხუთე ადგილები Childish Gambino-ს This Is America-მ და ჯგუფ New Order-ის კომპოზიციამ The Perfect Kiss გადაინაწილეს.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც ხედავთ ყველა დროის საუკეთესო კლიპებს შორის არც თუ ისე საკულტო ნამუშევრები მოხვდა.  სრულ სიას გადახედეთ აქ.  

ბიონსე – Formation

ჯონი ქეში – Hurt

მადონა – Vogue

Childish Gambino – This Is America

New Order – The Perfect Kiss

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები