LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოძიება დაადგენს, ნამდვილად განახორციელა თუ არა მან ეს ზარი“ – მედიაში ვრცელდება ვიდეო ავტობუსში ქალის მკვლელობის ადგილიდან

7439
BeFunky-collage (1)

ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს კადრებს, რომელიც მათი განცხადებით, ავტობუსში ქალის მკვლელობის ადგილიდან მოიპოვეს.

კადრებში ჩანს, რომ ცოლისთვის 10 ჭრილობის მიყენების შემდეგ, როინ მებონია ავტობუსში ბრუნდება და მოკლულის ჩანთიდან, სავარაუდოდ, დიაბეტით დაავადებული შვილის წამალს იღებს.

არსებული ინფორმაციით, ეს ერთადერთი ვიდეო არ არის, რომელიც ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში დევს. თვითმხილველმა გადაიღო როგორ დაარტყა 10-ჯერ დანა ქმარმა ცოლს.

“მკვლელობის შემდეგ როინ მებონიამ დაურეკა მოკლულის დედას და უთხრა, რომ თუ თავისი შვილის გადარჩენა უნდოდა მკვლელობის ადგილზე მისულიყო”,– ამბობს ტელეკომპანია მათ მიერ მოპოვებული მასალაზე დაყრდნობით და აქვე აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის კომენტარს გვთავაზობს:

“ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს იქ მყოფმა პირებმა, თუმცა დადგინდება, ნამდვილად განახორციელა თუ არა მან ეს ზარი, სხვა პირთან განახორციელა თუ.. ამას გამოძიება გაარკვევს”, – ამბობს პროკურორი.

 

ცნობისთვის, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ“ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები