LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე ექიმებს: ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ

157
Capture

მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში, ექიმებში ანტივაქსერები არიან. არადა, სამწუხარო არიან — უნდა ვაღიარო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიავებინარზე განაცხადა.

“ზოგიერთი ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში. თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა უფლებათა შორის, მაგრამ როცა ქვეყანაში ეპიდემიაა და როცა ვიცით, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს — 1000 ინფიცირებულიდან 10-15-20 შეიძლება დაიღუპოს — და ვიცით, რომ ამის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის აცრა…

ბევრი არ არის ანტივაქსერი ექიმებში, მაგრამ ვინც არიან, იმათ მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვ, საწინააღმდეგო აგიტაციას მაინც ნუ ეწევით, ის ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ, იმიტომ რომ დღეს ყველა სამედიცინო მუშაკმა კი არა, ყველა ადამიანმა უნდა მოუწოდოს თავის ახლობლებმა , აიცრან. ამაზე გადის ქვეყნის გადარჩენის და ეკონომიკური განვითარების გზა”, — თქვაგამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში მომუშავე ექიმების 66%, სულ მცირე, ერთი დოზით აცრილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g