LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განა კრის ევანსი და კრის ჰემსვორტი კინოვარსკვლავები არიან?“ – კვენტინ ტარანტინო „მარველის“ სამყაროს აკრიტიკებს

70
page

ახლახან, ლეგენდარული რეჟისორის,  კვენტინ ტარანტინოს ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის  „მარველის“ სამყაროს აკრიტიკებს და ჰოლივუდურ ტენდენციებთან დაკავშირებით საუბრობს.

„ჰოლივუდის მარველიზაციამ ის გამოიწვია, რომ გყავს მსახიობები, რომლებიც ცნობილ გმირებს თამაშობენ. ისინი არ არიან კინოვარსკვლავები. კაპიტანი ამერიკაა ვარსკვლავი, თორია ვარსკვლავი… განა კრის ევანსი და კრის ჰემსვორტი კინოვარსკვლავები არიან? ბავშვობაში მარველის კომიქსებს მეც ვაგროვებდი, ეს ფილმები მაშინ რომ გამოსულიყო, როცა 20 წლის ვიყავი, საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა კი 60 წლის ვარ და ცხადია, იმდენად აღტაცებული აღარ ვარ ამით, სხვა ფილმების გადაღება კი სტუდიებს აღარ სურთ. ესა არის ჩემი პრობლემა“, – აცხადებს ტარანტინო და დასძენს, რომ „მარველის“ ფილმები არ სძულს,  უბრალოდ სურს, რომ კინოინდუსტრიაში მეტი მრავალფეროვნება არსებობდეს.

58 წლის კვენტინ ტარანტინო და მისი მეუღლე დანიელა მეორე შვილს ელოდებიან

კვენტინ ტარანტინო კარიერას მომდევნო ფილმით დაასრულებს

რაც შეეხება რეჟისორის საქმიანობას, ის კარიერას მომდევნო ფილმით დაასრულებს. შეგახსენებთ, მისმა უკანასკნელმა ნამუშევარმა, „ერთხელ ჰოლივუდში“  რეჟისორს „ოსკარის“ 10 ნომინაცია და 2 გამარჯვება მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები