LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული TOYOTA RAV4-სა და TOYOTA FORTUNER-ს გაყიდვები „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ უკვე დაიწყო

66

,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა’’, ”ტოიოტას” ახალი ოფიციალური დილერი საქართველოში, მომხმარებლებს კიდევ ორ ახალ მოდელს, 2016 წლის TOYOTA RAV4-სა და TOYOTA FORTUNER-ს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ავტომობილების ოფიციალური წარდგენა „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ შოურუმში 5 მაისს 13:00 საათზე გაიმართა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა და ამომწურავი ინფორმაცია მიეღო „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ არსებულ ყველა ავტომობილზე.

„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ მისულ ნებისმიერ მომხმარებელს კომპანია საშუალებას აძლევს დაათვალიეროს და გაიგოს მეტი უახლესი თაობის ავტომობილებზე, ასევე ისარგებლოს ტესტ დრაივით და თავად შეაფასოს ახალი TOYOTA RAV4-სა და TOYOTA FORTUNER-ს შესაძლებლობები. TOYOTA RAV4 და TOYOTA FORTUNER ეს ის ავტომობილებია, რომელთა მთავარი სავიზიტო ბარათი მაღალი ხარისხი, საიმედოობა, თანამედროვე სტილი და ტრადიციული დიზაინია”, – განაცხადეს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“

13115543_1164726290227569_92180948_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები