LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულმა ბათუმის აეროპორტმა ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო

70
165538739-3688391717924928-7541768239387827811-o

„პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები 14 მლნ დოლარიდან 17 მლნ-მდე გაზარდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაფართოების სამუშაოები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ უმოკლეს ვადებში დაასრულდა და დღეს უკვე ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო. წლიურად კი ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება.

თამარ არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება.

„2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5 ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება. რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g