LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო თსუ-ზე: პატივს ვცემთ სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია

112
BeFunky-collage (12)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

“სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში: თსუ-ის განცხადება

გუშინ, თსუ-ში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. კერძოდ, 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.

4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხადებას ავრცელებს

ბაჩო ხუროშვილი: “სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია, გამობრძანდით და მოიხადეთ ბოდიში”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 10 ივნისს უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტები: გადაცდომის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g