LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარდაცვალებას ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, აცრის პერიოდში და არც შემდეგ მას რეაქციები არ დაფიქსირებია” – “მედკაპიტალი” 56 წლის ოჯახის ექიმის შესახებ

279
eqimi

კლინიკა “მედკაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო  აცრიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ „მედკაპიტალის“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვლილი 56 წლის იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. ორი კვირის წინ ვაქცინირებული ექიმი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი ოჯახის ექიმი იყო, ლალი ჯავახიშვილი. პარასკევს საღამოს ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა. ზუსტად ვერ ვასახელებ რა დიაგნოზით  შეიყვანეს კლინიკაში.  გუშინ საღამოს გარდაიცვალა. 

გარდაცვალებას  ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებ, რადგან ამ ადამიანს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. ქალბატონს აცრის პერიოდში და არც აცრის შემდეგ  რეაქციები მას არ დაფიქსირებია“. – განუცხადეს „ფორტუნას“ „მედკაპიტალის“ კლინიკაში. 

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი 56 წლის იყო.

მომხდართან დაკავშირებით  “ფორტუნა” დაუკავშირდა ჩაფიძის კლინიკას და კომენტარის მიღებისთანვე ინფორმაცია განახლდება .

 

რა გახდა “მედკაპიტალის” ექიმის გარდაცვალების მიზეზი და უკავშირდება თუ არა 2 კვირის წინ გაკეთებულ აცრას – ჩაფიძის კლინიკის პროფესორის განმარტება

 

magti 5g