LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარიგება ჰოლივუდურად“ – ბენ აფლეკი მეთ დეიმონთან ერთად „ორმაგ პაემანზე“ გამოიჭირეს

1831
page

აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბენ აფლეკის საუკეთესო მეგობარი, მეთ დეიმონი და მისი მეუღლე, ლუსიანა ბაროსო ძალიან წუხან მის პირად ცხოვრებაზე. წყვილის აზრით, ბენს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სასიამოვნო სიახლეები. ამიტომ წყვილი მას სხვადასხვა გოგონებს აცნობენ.

და აი, მორიგი ასეთი „ორმაგი პაემანი“ ახლახან, ბევერლი-ჰილზის პრესტიჟულ რესტორანში შედგა. 52 წლის აფლეკი მეგობართან და მის ცოლთან ერთად სავახშმოდ მიემართებოდა. წყაროს ცნობით, მათთან ერთად კიდევ ერთი, მედიისთვის უცნობი ქალიც იმყოფებოდა, რომლის გადაღებაც პაპარაცებმა ვერ მოახერხეს.

ამ დღეს მსახიობსა და რეჟისორს ყოველდღიური სამოსი, შავი ზედა, ჯინსის შარვალი და ტყავის ქურთუკი ეცვა. უნდა აღინიშნოს, რომ ბენი კვლავ უხასიათოდ გამოიყურებოდა და მეტიც, ბოლო პერიოდში მან წონაში საგრძნობლად დაიკლო.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო – მეთ დეიმონი და მისი მეუღლე ბენ აფლეკს გოგონებს აცნობენ და პაემნებს უგეგმავენ

„შემოაწვა ჯეი ლოს მონატრება“ – ბენ აფლეკი ამოჩემებულ პერანგში, რომელიც წლების წინ ჯეი ლოსაც ეცვა – უახლესი ფოტოები

ახლად განქორწინებული ბენ აფლეკის ახალი ცხოვრება – 52 წლის ვარსკვლავი იდეალურ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები