LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატაცებულმა ქალმა უფროსი გააფრთხილა, რომ სამსახურში მისვლას ვერ შეძლებდა

126
ae66308542e8bca3bae0bdacbbf65f7d

აშშ-ში ქალი ყოფილმა შეყვარებულმა გაიტაცა და მსხვერპლმა უფროსი გააფრთხილა, რომ სამსახურში მისვლას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ People წერს.

ჩრდილოეთ დაკოტაში მცხოვრებმა კაცმა 8 აპრილს დასაქმებულისგან უჩვეულო შეტყობინება მიიღო. ქალი წერდა, რომ გატაცების გამო სამსახურში მისვლას ვერ ახერხებდა. ამასთან, თანამშრომელი აზუსტებდა, რომ ის ყოფილმა ბოიფრენდმა აიყვანა ტყვედ. უფროსმა მაშინვე პოლიციაში დარეკა და სამართალდამცავები ქალის სახლისკენ გაემართნენ. კარი ტყვედ აყვანილმა თავად გააღო და პოლიციამ მისი გადარჩენა შეძლო.

ამერიკელმა გამოძიებას უთხრა, რომ მასთან ყოფილი ბოიფრენდი, 39 წლის ენტონი პიტერსონი მივიდა. მამაკაცს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ყოფილი შეყვარებული ტყვედ აიყვანა.

პიტერსონი დააკავეს და ბრალიც მალევე წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები