LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუჩინარებული ადამიანები და დამალული ფაქტები: გადავახვიოთ დრო უკან, როგორ იწყებოდა პანდემია

22920
კორონა

კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ჩინეთის ხელისუფლებამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებმაც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში მასზე ინფორმაცია გაავრცელეს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ნებისმიერი დისიდენტი ხვდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რათა ვირუსზე საუბარი შეეჩერებინათ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისეთი პირებიც კი დააკავეს, რომლებიც სოციალურ ქსელებში კითხვებს ნიღბების დეფიციტსა და გარდაცვლილებზე სვამდნენ.

მოდით თანმიმდევრულად გავიხსენოთ მოვლენები და მივყვეთ ფაქტებს, რომლის მიხედვით აშკარაა, რომ მნიშვნელოვან დეტალებს მალავდნენ.

2019 წლის 6 დეკემბერი – ეს მნიშვნელოვანი დღეა. სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტის“ ცნობით, სწორედ ამ დღეს დაუდგინდა კორონავირუსი პირველ პაციენტს.  მას კონტაქტი ჰქონდა უხანის ბაზართან. ვირუსი გადაედო მის ცოლსაც.

2019 წლის 21 დეკემბერი – ექიმები კორონავირუსით დაინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს ამჩნევენ. უხანის საავადმყოფოს მედპერსონალს სიმპტომები გამოუვლინდათ.

დეკემბრის ბოლოს გაჩნდნენ პაციენტები, რომელსაც არ ჰქონდათ კავშირი უხანის ბაზართან. ექიმი ლი ვენლიანი ავრცელებს ინფორმაციას ახალი ვირუსის შესახებ.

31 დეკემბერს უხანში ამტკიცებენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტები არ დასტურდება. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა ექიმების დაკვირვებას.

ამ ყველაფრის პარალელურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთის ნაბიჯებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა და არანაირი შეზღუდვის აუცილებლობას არ ხედავდა.

New Posts: ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ ...

აქედან გამომდინარე, ძნელია, არ გაიზიარო დონალდ ტრამპის განცხადებები ჯანდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებით. აშკარაა, მსოფლიო საფრთხის შესახებ დროულად არ ყოფილა გაფრთხილებული.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ექიმ ლი ვენლიანზე – 34 წლის ოფთალმოლოგმა, რომელიც უხანის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, ახალი ინფექციის შესახებ კოლეგები 30 დეკემბერს გააფრთხილა და მათ პირბადეების ტარება ურჩია. 4 დღის შემდეგ ის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს.

კორონავირუსით დაიღუპა ექიმი ...

პოლიციაში მაშინ განაცხადეს, რომ ჭორების გავრცელების საქმეზე, რვა ადამიანია ეჭვმიტანილი.

უკვე იანვრის ბოლოს, ექიმმა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლი გაასაჯაროვა და თქვა, რომ თავადაც არის დაინფიცირებული.

ხელისუფლებამ ექიმს ბოდიში მოუხადა, თუმცა ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდა

7 თებერვალს ექიმი გარდაიცვალა.

უხანის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის აინ ჰენის ბედი გაურკვეველია.

მან ატეხა განგაში ახალი ვირუსის გავრცელების გამო და სწორედ მისგან გაიგო ლი  ვენლიანმა მომაკვდინებელი ვირუსის შესახებ და გაავრცელა ინფომაცია. მარტში გაუჩინარდა აინ ჰენი.

ზუსტად არავინ იცის ის დაპატიმრებულია. თუ ვირუსს ემსხვერპლა.

გაუჩინარებულია ჩინელი მილიონერი რენ ჟიხიანი, ის მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც უძრავი ქონების მაგნატმა ღიად გააკრიტიკა კომუნისტური პარტიის რეაქცია ეპიდემიის შესახებ ინტერნეტში და პრეზიდენტს კლოუნი უწოდა.

ჟურნალისტი ლი ზეჰუა, 25 წლის. სახელმწიფო მაუწყებელზე მუშაობდა, უზანის შესახებ აპირებდა მოვლენების გაშუქებას.

26 თებერვლის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

 

 

უფლებადამცველები ჩინეთს მოუწოდებენ, გამოიძიოს სად გაუჩინარდნენ ეს ადამიანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g