33 წლის ჯენიფერ ლოურენსის უკანასკნელი გამოჩენა განხილვის საგნად იქცა. საქმე ისაა, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მსახიობმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რადგან ის საოცრად შეცვლილია.
ჭორებს ლოურენსი კაილი ჯენერთან საუბრის დროს გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია და ეს მხოლოდ და მხოლოდ მაკიაჟის დამსახურებაა.
„არასდროს გამიკეთებია რაიმე პლასტიკური ოპერაცია, ყველაფერი იგივე მაქვს, უბრალოდ გავიზარდე და სახის ფორმებიც შემეცვალა, ეს ხომ ბუნებრივია. ალბათ ყოველივე ეს კარგი მაკიაჟის დამსახურებაცაა“, – აცხადებს ვარსკვლავი.
უმაკიაჟოდ და მაინც მშვენიერი – ჯენიფერ ლოურენსი ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს
ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნიროს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა