LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავოცდით, როდესაც ბავშვი ბუნებრივი გზით ჩაისახა“ – ჯონ ლეჯენდის გულახდილი ინტერვიუ

181
safe-image

გასულ თვეს, ცნობილი გახდა, რომ ჯონ ლეჯენდი და მისი მეუღლე, კრისი ტაიგენი მესამე ბავშვის მშობლები გახდებიან, ამის შესახებ წყვილმა საზოგადოებას, ახალი კლიპის, Wild მეშვეობით განუცხადა.

ახლახანს, არტისტმა გამოცემა  Cosmopolitan-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მეუღლის ორსულობაზე, მამობასა და თვითიზოლაციაში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ისინი გაოცებულები დარჩნენ, როდესაც მესამე ბავშვის ჩასახვა ბუნებრივი გზით მოხდა. ცნობისთვის, ორივე ბავშვი ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით მოევლინა სამყაროს.

„ჩვენ გავოცდით, როდესაც ბავშვი ბუნებრივი გზით ჩაისახა“,– აღნიშნა ორი შვილის მამამ.

როგორც ირკვევა, წყვილი ფსიქოთეტრაპევტის მომსახურებას აქტიურად იყენებს და საკმაოდ კმაყოფილია. კორონავირუსის გამო თვითიზოლაციის პერიოდში მათ შეძლეს და ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდნენ. ჯონის განცხადებით, ბავშვებთან დიდი დროის გატარებამ  მას საოცარი ბედნიერება და სიხარული მიანიჭა.

„ჩემი აზრით, როდესაც წყვილს დიდ ხნიანი ურთიერთობა აკავშირებს, აუცილებელია, კონსულტაცია მესამე პირთან გაიაროს“, – აცხადებ ჯონი.

შეგახსენებთ, ჯონ ლეჯენდსა და კრისი ტაიგენს 7 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, წყვილი 4 წლის ქალიშვილს და 2 წლის ვაჟს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები