LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებელობა გაზაფხულზე დასრულდება

145
BeFunky-collage

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

„დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას,  მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მისასვლელი გზები გადაიტვირთა, ამიტომ, გადაწყდა ახალი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის დაწყება.

კახა კალაძემ მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება

2020 წელს, 440 000 ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯა, 320 000 კი ჯანდაცვის მიმართულებით

იქნება, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით, რაც ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. არსებობდა მეწყრული ადგილები, რომელსაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სამომავლოდ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო არეალში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენ მილებს ახალი ტრაექტორიით განათავსებენ.

„ამ ეტაპზე,  საავტომობილო გზის გასწვრივ, ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე უნდა მოხდეს, რის გამოც, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე) საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად – ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“. – აღნიშნა თბილისის მერმა.

გოგებაშვილზე სკამებს დამონტაჟებული აქვს საყვავილეები, ეს არ არის მერიის პროექტი: კალაძე განმარტებას აკეთებს

ტაქსის მძღოლები მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

 

magti 5g