LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემახსოვრებათ, ზუგდიდში ორი ბავშვის ხანძრით დაღუპვის ტრაგედია. ამ ეტაპზე ოჯახის მდგომარეობა კრიზისულია, ქრისტინეს სჭირდება გადაუდებელი ფინანსური დახმარება, რომ ბავშვები შიმშილისგან დავიცვათ“ – ძიძების ასოციაცია საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

661
ქრისტინე ბიაძე

საქართველოს ძიძების ასოციაცია ფეისბუკგვერდზე იხსენებს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 2 მცირეწლოვანი ტყუპი ძმების სიცოცხლე შეეწირა და საზოგადოებას ოჯახის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კრიზისულია.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქრისტინე ბიაძეს და ბავშვებს შეჩერებული აქვთ სოციალური შემწეობა, სიმართლეს არ შეესაბამება – სოციალური მომსახურების სააგენტო

„გემახსოვრებათ, ზუგდიდში ორი ბავშვის ხანძრით დაღუპვის ტრაგედია.

გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე ოჯახის მდგომარეობა კრიზისულია და საჭიროებს საზოგადოების ყურადღებას, რამდენიმე კრიტიკული პირობის გამო:

დედას, ქრისტინე ბიაძეს გაუარესებული ჯანმრთელობა ნიშნავს ორი მცირეწლოვანი ბავშვის შიმშილს. ქრისტინე მუშაობს ყოველდღიურ სამუშაოზე ოჯახებში. ალაგებს სახლებს და ეზოებს, კრეფს თხილს, ასრულებს სხვა მსგავს სამუშაოს. ამ ტიპის შრომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობა, რაც მას არ აქვს. რამდენიმე კვირაა, ფეხის სახსრის მწვავე ტკივილის გამო ქრისტინე ლოგინადაა ჩავარდნილი და ვერ ახერხებს ყოველდღიურ სამუშაოზე გასვლას, რაც ნიშნავს რომ მას არ აქვს არანაირი შემოსავალი.

„ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ… უმძიმესად მოსასმენი! თუმცა ვერავინ პასუხობს, სად არის ამ დროს საზოგადოება, როცა ბავშვებს შიათ და სიბნელეში ცხოვრობენ!“ – რაზე წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია

ქრისტინე მუნიციპალიტეტისგანაც არ იღებს არანაირ დახმარებას. ერთადერთი, რაშიც მას ქობულეთის მერია დაეხმარა, ბავშვების სასაფლაოს მოწყობა იყო. ქრისტინე მრავალშვილიან დედად რეგისტრირებულია ზუგდიდის მერიაში, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიუღია. გასარკვევია, მარტოხელა, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედისთვის ეს წესია ზუგდიდში?

„50 ლარმა დამიღუპა შვილები… ათას საზიზღრობებს ლაპარაკობენ, ისინიც ხომ დედები არიან?! ხომ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს დედისთვის 2 შვილის დაკარგვა – ჩემი შვილები ჩემზე მეტად არავის ეწვის“ – საქველმოქმედო ფონდი ზუგდიდში დაღუპული ტყუპების ოჯახისთვის თავშესაფარს ეძებს

მანამდე, სანამ სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობებს და დახმარების შესაძლენლობებს გავარკვევთ, ქრისტინეს სჭირდება გადაუდებელი ფინანსური დახმარება, რომ ბავშვები შიმშილისგან დავიცვათ. გიზიარებთ ანგარიშის ნომერს სადაც შეძლებთ მისთვის თანხის ჩარიცხვას.

#GE25TB7875945068100002

მიმღები ინა ჩარკვიანი

საზღვარგარეთიდან შეძლებთ Paypal-ზე ჩარიცხვასაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, მცირეწლოვანი ტყუპი ძმების სიცოცხლე შეეწირა.

ვიდეო: „მშობლები დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა, ტყუპები 5 წლისები იყვნენ… უფროსი ბავშვები კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა,“ – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

„მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი… სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“ – რას წერს ჟურნალისტი ნინა ბაიდაური

ისინი ქობულეთში არიან დაკრძალული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g