LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემოვნება არ აქვს“ – ანა ვინტური ჯეფ ბეზოსის საცოლეს კაბას „მეტ გალასთვის“ თავად შეურჩევს – რას ჰყვება ინსაიდერი

197
page

6 მაისს, მსოფლიოში ყველაზე გლამურული ღონისძიება, „მეტ გალა“ 2024 გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ წითელ ხალიჩაზე „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის გამოჩენა სადებიუტო გახდება.

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ 54 წლის ცეცხლოვანი ჟურნალისტი პირადად „ვოგის“ დირექტორმა, ანა ვინტურიმ მიიწვია, მეტიც მედიის ინფორმაციით, სწორედ ის შეურჩევს კაბას მომავალ მისის ბეზოსს.

„ანა პირადად ეხმარება ლორენს კაბის არჩევაში, არჩევანი სამ კაბაზეა, ერთ-ერთი ოსკარ დე ლა რენტას ლუქია“, – აცხადებს ინსაიდერი.

აღნიშნულ ინფორმაციას არაერთი უსიამოვნო კომენტარი მოჰყვა:

„გემოვნება არ აქვს“, „ნეტავ რამდენი გადაუხადეს ანა ვენტურის?“, „მილიარდები გემოვნებას არ ცვლის“.

ცნობისთვის, ლორენის გარეგნობა და სტილი ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა, ის რადიკალურად არის გარდაქმნილი.

ჟურნალისტმა მეგან კელიმ, რამდენიმე თვის წინ მთელი თავისი გადაცემა სანჩესის კრიტიკას დაუთმო. მან ისაუბრა ლორენის ჩაცმის სტილსა და პლასტიკურ ჩარევებზე. კულმინაცია ის იყო, როდესაც კელიმ სანჩესს პირდაპირ ეთერში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უწოდა.

„შეხედეთ მის სახეს, რა გაიკეთა ასეთი, ან ეს რა ჩაცმულობაა… ყველაზე მდიდარი მამაკაცს ხვდები და ცოტა შესაბამისად მოიქეცი და ჩაიცვი. უკაცრავად, მაგრამ ნამდვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია“,  – აცხადებს კელი.

ვიდეო: „ყველაზე მდიდარ მამაკაცს ხვდები, ცოტა შესაბამისად მოიქეცი“ – მეგან კელიმ ლორენ სანჩესს პირდაპირ ეთერში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უწოდა

ფოტო: როგორ ცვლის მილიარდები – ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის გასაოცარი გარდასახვა

ლორენ სანჩესის თვალწარმტაცი გამოჩენა და საცოლეზე ყურებამდე შეყვარებული ჯეფ ბეზოსი – წყვილი „ოსკარის“ შემდგომ წვეულებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები