LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

79
Untitled design

გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი,  მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

“ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დაეხმარა იქვე მყოფი პირი და დაზარალებული განარიდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 16 სექტემბერს დააკავეს.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა, პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები