LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალი ფრენკ მაკკენზი: ავღანეთის კოლაფსი ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ დააჩქარა

77
87921C1D-602C-41CF-A331-8C021CC003A9

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის, გენერალ ფრენკ მაკკენზის განცხადებით, ავღანეთის კოლაფსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის გასულ წელს დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ დააჩქარა, რომლითაც ავღანეთიდან ამერიკული კონტიგენტის გასვლის თარიღი გაიწერა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის თანახმად, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე მოსმენისას გენერალ ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებზე შეთანხმებას „ნამდვილად დამღუპველი ეფექტი“ ჰქონდა.

ამ მოსაზრებას ეთანხმება თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომლის თქმითაც, დოჰაში მიღწეულმა კონსენსუსმა „თალიბანი“ გააძლიერა.

კონტინგენტის გასვლის თარიღის გარდა, ეს შეთანხმება მოიცავდა „თალიბანის“ მხრიდან ფართო ვალდებულებებს, რათა მიეღო ზომები, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას „ალ-ქაიდას“ მსგავსი ჯგუფებისგან საფრთხე არ შეექმნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები