LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენუა და სან სებასტიანი 2022 წელს ევროპის საშობაო დედაქალაქების სტატუსს მიიღებენ

65
thumb-1200x630-xmas-genoa

გენუა (იტალია) და სან-სებასტიანი (ესპანეთი) 2022 წელს ევროპის საშობაო დედაქალაქის სტატუსს გადაიბარებენ. შობის წინ მათ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან იქნება შესაძლებელი.

ქალაქის ძველ ტაძრებში საშობაო ექსკურსიები – გენუელების ერთ-ერთი უახლესი ტრადიციაა. გასულ წელს ყველა მსურველისთვის უფასო საექსკურსიო პროგრამა გაიხსნა, ოღონდ ეს პროგრამა მხოლოდ იტალიურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ ყველა მარშრუტი ციფრულ რეალობაში გადაეტანა და ონლაინ ხელმისაწვდომი გაეხადა. სპეციალურ საიტზე ძველი ექსკურსიების ჩანაწერების ნახვაცაა შესაძლებელი.

სან სებასტიანმა ჩაუშვა საიტი, რომლის მეშვეობითაც ქალაქის საახალწლოდ მორთულ უბნებში გასეირნება შეიძლება. მსურველებს მთავარი ნაძვის ხის ახლოდან შეთვალიერებაც შეუძლიათ.

ევროპის საშობაო დედაქალაქის ტიტული 2017 წლიდან დაფუძნდა. გასულ წლებში ამ წოდებას – ბელგიის, ნიდერლანდების და ესპანეთის ქალაქები ატარებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები